Люголя раствор с глицерином 25 г

Поиск по алфавиту

Люголя раствор с глицерином 25 г

Lugol solution with glycerin 

АТС КОД: R02 ПРЕПАРАТЫ, ПРИМЕНЯЕМЫЕ ПРИ ЗАБОЛЕВАНИЯХ ГОРЛА

Применяют при воспалительных заболеваниях слизистых оболочек глотки и гортани: ларингитах, тонзиллитах, фарингитах.

Купить в ближайшей аптеке

gamoyenebis instruqcia

ლუგოლის  ხსნარი  გლიცერინით

 (LUGOL SOLUTION  WITH GLYCERIN)

 

 

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: 1გ ხსნარი შეიცავს: 10 მგ იოდს, კალიუმის იოდიდს 20 მგ;

ამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

 

ამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი;

ხსნარი  სიროფის მაგვარი,  წითელი - რუხი  ფერის იოდის  სუნით;

 

ფარმაკოთერაპიული    ჯგუფი:     პრეპარატები,  რომელიც გამოიყენება  ყელის   დაავადებების     დროს.   ათქ კდი:  R02А  A20.

 

ლუგოლის   ხსნარს   გლიცერინით   გააჩნია   ბაქტერიციდული   მოქმედება   მასში შემავალი   თავისუფალი   იოდის   გამო.   პრეპარატს   ახასიათებს   ანტიმიკრობული მოქმედება     გრამდადებით   და  გრამუარყოფით     ბაქტერიებზე, მათ შორის სტრეპტოკოკებზე, სტაფილოკოკებზე, ნაწლავურ ჩხირზე,      კლებსიელაზე,  ვულგალურ პროტეიზე;

 

ჩვენება:     ხახისა  და ხორხის   ლორწოვანი     გარსის     ანთებითი     პროცესები:     ლარინგიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი.

 

უკუჩვენება: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმლისა და ღვიძლის მძიმე დაავადებები. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი. ბავშვთა ასაკი 5 წლამდე.

 

შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: დაუშვებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა; არ დაარღვიოთ პრეპარატის გამოყენების წესები, ასეთმა ქმედებამ შეიძლება ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.

 

განსაკუთრებული სიფრთხილე:

გამოყენება     ორსულობისა     და     ლაქტაციის     დროს

პრეპარატის    გამოყენება  უკუნაჩვენებია  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

გავლენა ტრანსპორტისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:  გავლენას არ ახდენს.

 

ბავშვები: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

გარეგანი გამოყენებისთვის!

პრეპარატით დატენიანებული ტამპონით ხდება ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსის     დაზიანებული  ადგილების დამუშავება 3-4 ჯერ დღეში.

მკურნალობის  ხანგრძლივობა  დამოკიდებულია  დაავადების  მიმდინარეობასა  და სიმძიმეზე.

 

არბი დოზირება:

შესაძლებელია იოდიზმის განვითარება (რინიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ცრემლიანობა, ნერწყვდენა, გამონაყარი, კუნთების მოდუნება,  შენელებული რეაქცია).

მკურნალობა:  პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომური თერაპია.

 

გვერდითი მოვლენები:  ხანგრძლივი  გამოყენებისას  შესაძლებელია  იოდიზმის განვითარება (სურდო, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ცრემლდენა, ნერწყვდენა, გამონაყარი კანზე, კუნთების სისუსტე, შენელებული რეაქცია).

 

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები:

არ გამოიყენოთ ერთდროულად წყალბადის ზეჟანგთან და სხვა მადენზიფიცირებელ საშუალებებთან.

 

ვარგისობის   ვადა:   

3   წელი;   

არ   გამოიყენოთ   შეფუთვაზე   მითითებული   ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

შენახვის  პირობები:  ინახება  სინათლისაგან  დაცულ  ადგილზე  არაუმეტეს  25°С

ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

შეფუთვა:  25 გ ფლაკონებში.

 

გაცემის     რეჟიმი:    ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა მწარმოებელი

ღსს „ტერნოფარმი“

უკრაინა, 46010, ქ. ტერნოპოლი, ფაბრიჩნაიას ქ. 4

ტელ/ფაქსი: (0352) 521-444, http://www.ternopharm.com.ua.