gamoyenebis instruqcia
სალიცილ-თუთიის პასტა
(PASTA ZINCI SALICYLATA)
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება: 1 გ პასტა შეიცავს სალიცილის მჟავას 0,02 გ, თუთიის ზეჟანგს 0,25 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პარაფინი თეთრი რბილი.
წამლის ფორმა: პასტა.
ერთგვაროვანი მასა თეთრი ფერის ყვითელი ელფერით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალება. პრეპარატები დამარბილებელი და დამცავი მოქმედებით. სალიცილის მჟავას პრეპარატები.
ათქ კოდი: D02А F.
გარეგანი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია შემადგენელი კომპონენტების თვისებებით.
სალიცილის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ზომიერი ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება. თუთიას აქვს სუსტი ანტიმიკრობული, შემახორცებელი, მაადსორბირებელი მოქმედება, აშრობს კანს, რაც იწვევს ექსუდაციის შემცირებას და შესაბამისად, ადგილობრივად ანთებისა და გაღიზიანების შემცირებას.
გარეგანი გამოყენებისას სალიცილ-თუთიის პასტა თითქმის არ აბსორბირდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში და არ ახდენს რეზორბციულ მოქმედებას.
ჩვენება:
პიოდერმია, ეგზემა, დერმატიტი, კანის საფარველის დაწყლულება გამოხატული ექსუდაციის პროცესით, გამოყელვა, აკნე, იქთიოზი, დისკერატოზი.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. კანისა და მიმდებარე ქსოვილების მწვავე ჩირქოვანი დაავადებები.
შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
დაუშვებელია პასტის მოხვედრა თვალებსა და ღია ჭრილობებში. თუ ეს შემთხვევით მოხდა, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით დაბანა. დაუშვებელია პასტის ისეთ ჭრილობებზე დატანა, რომელიც ძალიან სველი ან ძალიან მშრალია.
განსაკუთრებული სიფრთხილე:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
გავლენას არ ახდენს.
ბავშვები:
ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
გამოიყენება მოზრდილებში გარეგანად. პასტა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე აპლიკაციის სახით დღეში 1-2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და შეადგენს დაახლოებით 6-20 დღეს.
ჭარბი დოზირება:
კანის ფართო ზედაპირზე დიდი ხნით პრეპარატის დატანამ შეიძლება გააძლიეროს ალერგიული რეაქცია.
ამ შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა), კანის გაღიზიანება.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: გამოვლენილი არ არის.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა:
25 გ ალუმინის ტუბში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა
ღსს „ტერნოფარმი“
უკრაინა, 46010, ქ. ტერნოპოლი, ფაბრიჩნაიას ქ. 4
ტელ/ფაქსი: (0352) 521-444, http://www.ternopharm.com.ua.