Septalor

Search by alphabet

Septalor

Septalor

ATC GROUPS: R02 MEDICATIONS USED FOR TREATMENT OF THROAT DISEASES

Antimicrobial, antioxidant, anti-inflammatory medicinal product for topical administration for prevention and treatment of infectious and inflammatory diseases of oral cavity and pharynx: periodontitis, gingivitis, stomatitis, pharyngitis, laryngitis etc. Active substance – chlorhexidine dihydrochloride – has a bacterial growth-inhibiting effect at low concentrations and a bactericidal effect at high concentrations. Ascorbic acid in the drug formula has pronounced antioxidant properties, it regulates immunological reactions.еакції.

To buy now

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერებები: chlorhexidine/ascorbic acid;

1 ტაბლეტი შეიცავს: დიჰიდროქლორიდის ქლორგექსიდინი (გადათვლით 100% მშრალ ნივთიერებაზე) 5მგ, ასკორბინის მჟავა 50მგ;

დამხმარე ნივთიერებები: საკონდიტრო შაქარი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტარტრაზინი

(E 102), პონსო 4R (E 124), არომატიზორი “ხილის ასორტი” (შეიცავს პროპოლენგლიკოლს).

წამლის ფორმა: ტაბლეტები პირის ღრუში გამოყენებისათვის

ტაბლეტები ვარდისფერი–ფორთოხლისფერი, დაწინწკლული, დასაშვებია ლაქები ინტენსიური შეფერილობით, ბრტყელცილინდრიანი ნაზოლით. შენახვის პროცესში შესაძლოა ფერის ცვლილება ვარდისფერი-ფორთოხლისფერიდან მუქი-სტაფილოსფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :  ანტისეპტიკური და ვიტამინის პრეპარატი,  კოდი ATC R02A A05

სეპტალორკომბინირებული პრეპარატი, რომელიც შედგება 2 კომპონენტისაგან. ქლორგექსიდინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ბაქტერიების უჯრედოვანი მემბრანის ფოსფოლიპიდებთან არასპეციფიკური დაკავშირების გზით, სადაც ქლორგექსიდინი ანელებს დეჰიდროგენაზის და ატფ–აზის აქტიურობას და არღვევს მემბრანის შეღწევადობას კალიუმისათვის, ნუკლეოტიდებისათვის და ამინომჟავებისათვის.

ქლორგექსიდინი მოქმედებს, როგორც ბაქტერიოსტატიკური პრეპარატი დაბალი კონცეტრაციებით (20 მგ/ლ–ზე ნაკლები) და როგორც ბაქტერიოციდული პრეპარატი მარალი კონცეტრაციებით. მისი მოქმედება ძირიტადად მიმართულია გრამდადებითოი მიკროორგანიზმების და Candida albicans–ის, ხოლოდაკლები დონით – გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებისწინააღმდეგ. ქლორგექსიდინი განსაკუთრებით ეფექტურიაStreptococcus mutans, Streptococcus salvarius, Escherichia coli, Selenomonas,ანაერობულიბაქტერიების და Candida albicans–ის წინააღმდეგ. ნაკლებად ეფექტურიაStreptococcus sanquis, Proteus, Pseudomonas, Klebsiella და Veillonella species– ების წინააღმდეგ.

ასკორბინის მჟავა ამცირებს ანთებას და პირისა და საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აძლიერებს იმუნურ პასუხს და მოქმედებს, როგორც კოფაქტორი კოლაგენისა და ქსოვილების რეგენერაციის სინთეზში.

ქლორგექსიდინი პრაქტიკულად არ აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან და კანიდან. შეწოვისას ქლორჰექსიდინი თანდათანობით ტაბლეტიდან გადადის ნერწყვში და უკავშირდება  პირის ღრუსა და ენის ლორწოვან გარსს, რის შემდეგაც ისევ ხვდება ნერწყვში, სადაც ვლინდება მისი ანტიბაქტერიული ქმედება. ქლორგექსიდინი შეგიძლიათ გადაყლაპოთ ნერწყვთან ერთად, თუმცა მისი აბსორბცია კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ძალიან დაბალია. ქლორჰექსიდინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავების საშუალებით. ჩვეულებისამებრ ქლორგექსიდინის 90% გამოიდევნება უცვლელ მდგომარეობაში განავალთან ერთად.

ქლორჰექსიდინის კონცეტრაცია ორგანიზმის გარემოში იზომება მარალეფექტური თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით მგრძნობელობით 1მგ/ლ–მდე.

ასკორბინის მჟავა კარგად აბსორბირდება კუჭის მომნელებელი ტრაქტიდან. მისი პლაზმის ცილებთანდაკავშირების დონე შეადგენს დაახლოებით 25%–ს. ასკორბინის მჟავა მეტაბოლიზირდება დიჰიდროასკორბინისა და მჟაუნამჟავამდე, ძირიტადად გამოიდევნება შარდთან ერთად.

მითითებები გამოყენებისათვის :

ყელისა დასაყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთებისსიმპტომების ადგილობრივი მკურნალობა.

უკუჩვენებები :

ჰიპერმგრძნობელობა ქლორჰექსიდინისდა პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

გამოყენებისას უსაფრთხოების სათანადო ზომები :

პრეპარატი შეიცავს სდაკონდიტრო შაქარს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით, ფრუქტოზის აუტანლობით დაავადებულტა მიერ, ასევე გლუკოზა–გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით და კარიესისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტთა მიერ.

სეპტალორისგამოყენებასშეუძლია დროებით შეცვალოს გემოს შეგრძნებები,მაგრამ პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში გემოსშეგრძნება სრულად აღდგება. პრეპარატის მიღბა რეკომენდირებულია საკვების მიღების შემდეგ.

სეპტალორისხანგრძლივ გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს კბილებისა და ენის უმნიშვნელო, დროებითი შეფერადება, მაგრამ ეს მოვლენები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ან მათი მოცილებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის კონსულტაცია.

ხანდახან პაციენტები საკვების მომნელებელი ტრაქტის და/ან ღვიძლის დაავადებებიუთ შეიძლება უჩიოდნენ გულისრევას, ღებინებას და ბოყინს. ამ  სიმპტომების გაჩენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ.

განსაკუთრებული გაფრთხილება

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

გამოკვლევები ქლორგექსიდინის ზემოქმედების შესწავლასთან დაკავშირენბით ორსულობის დროს ჩატარებული არ არის. ორსულმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია სეპტალორის®მიღებამდე.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან  სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს. ზემოქმდებას არ ახდენს.

ბავშვები: არ უნდა იყოს მიღებული 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ

გამოყენების მეთოდი და დოზები:  12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებსა და დიდებს უნიშნავენ 1 ტაბლეტს დღეღამეში 4–ჯერ (ყოველ 6 საათში).

ტაბლეტი ნელა უნდა წუწნოთ. სეპტალორსიღებენ საკვების მიღებისა და  კბილების გაწმენდის შემდეგ. არ არის რეკომენდირებული პირის გამოვლება და ბევრი სითხის დალევა ტაბლეტის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში.მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 5–7 დღე; არ უნდა მიიღოთ პრეპარატი 14 დღეზე მეტხანს.

დოზის გადაჭარბება

ქლორჰექსინი პრაქტიკულად არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ამიტომ  დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია. პრეპარატის  დოზის შესაძლო გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კლინიკური გამოკვლევა და სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი ეფექტები

იშვიათადგვხდება ალერგიული (ცხვირის დაგუბება,გამონაყარი კანზე, პირის ლორწოვანი გარსის აქერცვლდა ყურის ჯირკვლებისშეშუპება); გემოს შეგრძნების შეცვლა, კბილის ნადების მომატება, ფერის ცვლილება (ყავისფერი ლაქები) კბილებზე, პლომბებსა და კბილის პტოტეზებზე,პირისლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან ანთება, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და  დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი.

სამკურნალო საშუალება შეიცავს პონსო4R, რამაც შეიძლება განაპირობოს ალერგიული  რეაქციების წარმოშობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

არ არსებობს შეტყობინებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერქმედების შემთხვევების შესახებ.

არ არის რეკომენდირებული იოდის პრეპარატებთან ერთდროულად მიღება

ვარგისობის ვადა:  3 წელი

შენახვის პირობები:ინახება  ორიგინალურ შფუთვაში, არაუმეტეს 250C - ტემპერატურაზე,

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვა:ტაბლეტები №20 (10X2) ბლისტერებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელის დასახელება და ადგილმდებარეობა

შპს „ტერნოფარმი“

უკრაინა, ქ.ტერნოპოლი, ფაბრიჩნაიასქ. 4

ტელ/ფაქსი: (0352) 521-444, www.ternopharm.com.ua.