Arida dry cough mixtura for children

Search by alphabet

Arida dry cough mixtura for children

Mixtura sicca contra tussim pro infantibus

ATC GROUPS: R05 AGENTS USED IN COUGH AND COLD-RELATED DISEASES

This medicinal product is recommended for use in complex therapy as antitussive, anti-inflammatory and expectorant drug for disease treatment of respiratory passages. Before use dilute dry mixture in boiled and cooled water to the mark of the bottle according to the instruction for use. It is prescribed for internal use after the meal for children under 6 years of age – 1 teaspoon (5 mL) 4-5 times per day, children after 6 years of age – 1 dessertspoon (10 mL) 3-4 times per day. Shake the mixture carefully before use.

To buy now

gamoyenebis instruqcia

 

არიდა ხველის საწინააღმდეგო შრალი მიქსტურა ბავშვებისთვის

(ARIDA MIXTURA SICCA CONTRA TUSSIM PRO INFANTIBUS)

 

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: 19.55 გ ფხვნილი შეიცავს: ალთეს ფესვების მშრალი ექსტრაქტი -4გ;  

ნატრიუმის  ჰიდროკარბონატი  -  2 გ;  ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი - 1 გ;

ამონიუმის ქლორიდი - 0,5 გ, ანისის ზეთი - 0,05 გ;

 დამხმარე  ნივთიერება: ნატრიუმის  ბენზოატი;  შაქარი.

 

წამლის ფორმა:  ფხვნილი.

ფხვნილი  ღია-ბეჟი  ან  მუქი-რუხი ფერის ანისის ზეთის სუნით. შენახვის პერიოდში შესაძლებელია ფხვნილის გამყარება ან მყარი ფორებიანი მასის წარმოქმნა, რომელიც იხსნება წყლის დამატების შემდეგ. პრეპარატის წყლის სუსპენზიას (1:10) აქვს ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე შეფერილობა.

 

 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  ამოსახველებელი, სეკრეტომოტორული საშუალება.

 ათქ კოდი: R05С  А10.

პრეპარატი ახდენს ამოხველების სტიმულირებას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ლორწოს  გამოყოფის გაადვილებით  (გაზრდილია მუკოცილიალური კლირენსი).

 

 

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება როგორც ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინაღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას.

უკუჩვენება: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

განსაკუთრებული    სიფრთხილე:    ხველის    საწინააღმდეგო    მშრალი    მიქსტურა ბავშვებისთვის   ინიშნება   კომპლექსურ   თერაპიაში. ნახველის გათხიერების  და გამოყოფის გაუმჯობესების მიზნით ამოსახველებელი საშუალებების მიღებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება. დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:   ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის უნიშნავს პრეპარატს მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ.

 

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:    პრეპარატი გავლენას არ ახდენს.

 

ბავშვები. ინიშნება 6 თვის ასაკიდან.

 

იღების წესი და დოზირების რეჟიმი:   მიღებამდე მშრალ მიქსტურას განაზავებენ ანადუღარი და გაციებული წყლით ფლაკონზე დატანილ ნიშნულამდე (200 მლ). მიიღება ჭამის შემდეგ, ბავშვებში 6 თვიდან 6 წლამდე - 1 ჩაის კოვზი (5 მლ) მიქსტურა  4-5-ჯერ დღეში, 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 1 დესერტის კოვზი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში. აუცილებლობის დროს ინიშნება მოზრდილებშიც - 1 სუფრის კოვზი (15 მლ) სუსპენზია 4-6 ჯერ დღეში. მიღებამდე საჭიროა შეანჯღრიოთ მიქსტურა. განზავებული მიქსტურა ინახება 10 დღის განმავლობაში არაუმეტეს    +8°С ტემპერატურაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა  დამოკიდებულია  მიღებულ  შედეგზე   და კომპლექსური თერაპიის ხასიათზე.

 

არბი დოზირება:  ინფორმაცია  არ  არსებობს.

 

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და გამონაყარი კანზე.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები: გამოვლენილი არ არის.

 

ვარგისობის ვადა:  1 წელი

 

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

შეფუთვა: 19,55 გ ფლაკონებში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში;

 

გაცემის     რეჟიმი:     ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა მწარმოებელი

ღსს „ტერნოფარმი“

უკრაინა, 46010, ქ. ტერნოპოლი, ფაბრიჩნაიას ქ. 4

ტელ/ფაქსი: (0352) 521-444, http://www.ternopharm.com.ua.