samkurnalo saSualebis samedicino gamoyenebis instruqcia
ტრიკარდინი გულის წვეთები
(TRICARDIN HEART DROPS)
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
1მლ წვეთი შეიცავს: კატაბალახა (1:5) - 0,34 მლ, კუნელი (1:10) - 0,33 მლ, შავბალახა (1:5) - 0,33 მლ.
წამლის ფორმა: წვეთები.
სითხე მოყვითალო-მოყავისფრო ან მოყავისფრო-ბურის ელფერით კატაბალახას სუნით;
ფარმაკოთერაპილი ჯგუფი: სხვადასხვა კომბინირებული კარდიოლოგიური პრეპარატები.
АТС C01E X
ფარმაკოდინამიკა. გააჩნია კარდიოლოგიური და სედაციური მოქმედება.
პრეპარატის - „ტრიკარდინი გულის წვეთები“ სამკურნალო თვისებები განპირობებულია კატაბალახას, კუნელის და შავბალახას ფესვებსა და ფესვურებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური კომპლექსებით.
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც არის კუნელის ნაყოფში (ფლავონოიდები, ქოლინი, აცეტილქოლინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები), გააჩნია ჰიპოტენზიური, კარდიოპროტექტორული და სპაზმოლიზური თვისებები. აუმჯობესებს სისხლმიმოქცევას კორონარულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, აუმჯობესებს მიოკარდის საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობას, ოდნავ აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვით ფუნქციას და ამასთანავე, აქვეითებს მის აგზნებადობას.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს კატაბალახას ფესვები და ფესვურები (ბორნეოლის რთული ეთერი და იზოვალერიანის მჟავა, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, საქარიდები), აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვეითებს დაძაბულობას და ნევროზულობას ფსიქიკური გადატვირთვისა და გონებრივი გადაღლის შემთხვევაში, ავლენს სედატიურ, საძილე, სპაზმოლიზურ თვისებებს, აძრიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედი სხვა პრეპარატების - სედაციური, საძილე და ტრანკვილიზატორების ეფექტს. გარდა ამისა, კატაბალახაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ავლენს ნაღველმდენ მოქმედებას, ანელებს გულის რითმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აძლიერებს კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც შედის შავბალახაში (ეთერის ზეთი, საპონინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ალკალოიდები), აქვეითებს აგზნებადობის პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზებას და ფიზიოლოგიური ძილის დადგომას და ასევე, აძლიერებს სხვა სედატიური და საძილე პრეპარატების ეფექტს.
ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები (ნეიროცირკულარული დისტონია, ვეგეტონევროზი), როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული გაღიზიანების და უძილობისას.
უკუჩვენება: ალკოჰოლიზმი ანამნეზში, ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც შეიცავს ალკოჰოლს, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ღვიძლის ციროზი, ორსულობა და ლაქტაცია, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია და ბრადიკარდია, პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: პრეპარატის - „ტრიკარდინი გულის წვეთები“ მიღებისას საჭიროა თავი შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.
განსაკუთრებული სიფრთხილე
- გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ეთილის სპირტი, რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების პერიოდში რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობა.
ბავშვები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: ტრიკარდინი გულის წვეთები ინიშნება შიგნით მისაღებად მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შეადგენს საშუალოდ 30 დღეს. ვინაიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კლინიკური გამოცდილება არ არსებობს,
პრეპარატის დანიშვნა ამ ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ძალიან მაღალი დოზით დანიშვნისას შესაძლოა განვითარდეს დისპეპსიური დარღვევები, ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, იშვიათად - ძილიანობა; პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ ზოგჯერ ვითარდება ალერგიული რეაქციები: ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი და შეშუპება. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოტენზია და გულისრევა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებეთან: პრეპარატში შემავალი სპირტი იწვევს საძილე, ტრანკვილიზატორების და ნეიროლეფსიური საშუალებების მოქმედების პოტენცირებას.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25оС
ტემპერატურაზე. შენახვის პერიოდში შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა.
შეფუთვა: 50 მლ ფლაკონებში. გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა მწარმოებელი
ღსს „ტერნოფარმი“
უკრაინა, 46010, ქ. ტერნოფარმი, ფაბრიჩნაიას ქ. 4
ტელ/ფაქსი: (0352) 521-444, http://www.ternopharm.com.ua.